ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

ქართველი ხალხი, თბილი და სტუმართმოყვარეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყველა თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში. ახალი ობიექტები შესანიშნავია და შეესაბამება უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს, - ამის შესახებ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფესტივალი ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს და ქვეყანას ახალი ჩემპიონები ეყოლება.

„საქართველოში გუშინ ჩამოვედი. ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, მამუკა ხაბარელმა სასრიალო მოედანზე წამიყვანა, სადაც შესანიშნავი გარემო იყო. ყველა ღიმილით დაგვხვდა, ლამაზი ფორმები ეცვათ, თავი სახლში ვიგრძენი. ქართველი ხალხი, თბილი და სტუმართმოყვარეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყველა თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც საკუთარ სახლში. ახალი ობიექტები შესანიშნავია და შეესაბამება უმაღლესი დონის სტანდარტებს. ემოციური იყო მონეტის პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარადგინა. იგივე გამოვცადეთ ათი წლის წინ, როდესაც ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩაატარეთ. ძალიან წარმატებული ღონისძიება იყო და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ. მჯერა, რომ თქვენს ახალგაზრდებს ზამთრის სპორტის ახალი სახეობების აღმოჩენის საშუალება მიეცემათ და ახალი ჩემპიონები გეყოლებათ“, - განაცხადა სპიროს კაპრალოსმა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალურად გახსნამდე, რამდენიმე საათით ადრე, ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები შეფასდა. ხვალიდან კი სტარტს შეჯიბრებები აიღებს. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა უკვე მოინახულა სპეციალურად ოლიმპიადისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. სპიროს კაპრალოსმა ოლიმპიურ და საორგანიზაციო კომიტეტებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად სინქრონიზებულია.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს