მიხეილ გალუზინი - დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის, ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო

დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს დესტაბილიზაციისთვის, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დასავლეთი არ წყვეტს ძალისხმევას სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველო. აშშ-მა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს დემონსტრაციულად დაესაჯათ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად "გაბედა" თამაში საკუთარი და არა მათი დაწესებული წესებით“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, დასავლეთი თავხედურად ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ცდილობს შეცვალოს ქართველი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების სუვერენული არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნით თბილისს ავანტიურისკენ უბიძგებენ. მათ სურდათ, ქართველ ხალხს სისხლი დაეღვარა მათთვის უცხო ინტერესებისთვის. ამავდროულად, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ამერიკელები და ევროკავშირის წევრები ფარისევლად ასახელებენ თეზისებს მშვიდობის შესახებ“, - განაცხადა გალუზინმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს