BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია 16 თებერვლის ჩათვლით გრძელდება

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის“ რეგისტრაცია 16 თებერვლის ჩათვლით გრძელდება. EMBA ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი შეთავაზებაა მაგისტრანტებისთვის, რომლის მიზანიც მოკლე დროში კვალიფიკაციის ამაღლება და კარიერული წინსვლაა.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გარეშე, მხოლოდ შიდა პროცედურებით ხდება. უნივერსიტეტი კი თავად უზრუნველყოფს შესარჩევ პროცესს, რომელიც მარტივ და მოქნილ მოთხოვნებს მოიცავს.

პროგრამაზე რეგისტრაცია 5-დან 16 თებერვლის ჩათვლით გრძელდება მოცემულ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ ახალი სამაგისტრო პროგრამა აღმასრულებელი მენეჯერებისთვისაა გათვლილი - მათთვის, ვისაც გარკვეული ცოდნა და გამოცდილება უკვე აქვთ და ახლა მოკლე დროში კარიერული წინსვლა სურთ.

„ჩვენ მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამები ძალიან კონკურენტულია. საქართველოს ბაზარზე ბიზნესის და ტექნოლოგიების ინტეგრირებულად შესწავლისა და მისი საქმიანობაში დანერგვის შესაძლებლობას ვზრდით. BTU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა. კერძოდ, უნივერსიტეტის მხრიდან სრული დაფინანსებით, მაგისტრანტები მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში, ტრენინგებსა და ტექ-კურსებში. გეტყვით იმასაც, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 9 ტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს: AI ლაბორატორია, IOS & ANDROID ლაბორატორია, ლაბორატორია 4.0, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია, ბლოქჩეინ ლაბორატორია, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, მდგრადობის ლაბორატორია, Microsoft ლაბორატორია და MarTech ლაბორატორია“, - აღნიშნავს პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ჭედია.

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის“ სწავლის ღირებულება 2950 ლარია.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე 50 მაგისტრანტი შეძლებს სწავლის დაწყებას.

პროგრამის შიდა ჩასაბარებელი პროცედურა მოიცავს გამოცდასა და გასაუბრებას.

ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

პროგრამაზე მიმდინარეობს ონლაინ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო