ადვოკატის განცხადებით, გიგი უგულავას გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, უგულავას გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

აბესაძის თქმით, ამ ყველაფერს სამართალთან კავშირი არ აქვს და პროცესები პოლიტიკურია.

გიგი უგულავას სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გაიმართება პროცესი. 17 იანვარს, "მამების და შვილების" მარშზე რუსთაველის გამზირი ხელოვნურად გადაიკეტა. 593 ადამიანის დაჯარიმებას აპირებენ, სადაც არანაირი ინდივიდუალური მტკიცებულება, ან შეფასება წარმოდგენილი არ არის. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის რეპრესია, ეს რეპრესია ივანიშვილის ძალმომრეობითი რეჟიმის განსამტკიცებლად და იმ დანაშაულების გადასაფარადაა საჭირო, რასაც პოლიცია სჩადის. არანაირი მოლოდინი სამართლიანი სასამართლოსი არ გვაქვს, როგორც პოლიტიკურ პროცესში, ასე ვმონაწილეობთ",- განაცხადა აბესაძემ.

რამდენიმე წუთში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს