ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
გიგი უგულავა

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოსოფიის, ფილოსოფიურ დისციპლინათა მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1992-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1993 წელს მუშაობდა ი. სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიულ კოლეჯში, თ. ყანჩაველის საავტორო კოლეჯში “ნობილე” და 58-ე საშუალო სკოლაში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად.

1995-1997 წლებში იყო ზაარბრუკენის უნივერსიტეტის სტუდენტი.

1997-1998 წლებში იყო ტელეკომპანია “იბერია TV”-ს ჟურნალისტი.

1998 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთელის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1999-2000 წლებში იყო ფონდ “ინტერნიუსის” ჟურნალისტი. ამავე პერიოდში მუშაობდა Transparency International-Georgia პროგრამების მენეჯერად, ხოლო

2000 წლის მაისიდან ივლისამდე მუშაობდა ფონდ “ევრაზიაში” კონსულტანტად.

2001-2003 წლებში იყო სამართლებრივი განათლების ასოციაცია - ALPE -ს დირექტორი.

2003 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

2004 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ, ამავე წლის მარტში პირველ მოადგილედ.

2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის აპრილამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

2005 წლის 20 აპრილს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად.

2001 წელს მონაწილეობდა ახლადდანიშნულ მენეჯერთათვის გამართულ ტრენინგში და აგრეთვე ტრენინგში სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის გაუმჯობესების საკითხებზე (ბელგია).

2002 წლის სექტემბერში გახდა ჯონ სმიტის სტიპენდიანტი (გაერთიანებული სამეფო), თემა - “დემოკრატია, პრესისა და მაუწყებლობის რეგულაცია გაერთიანებულ სამეფოში”.სხვადასხვა დროს იყო ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” სამართლებრივი განათლების ქვესაბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, არასამთავრობო მონიტორინგის განათლების სექტორის ჯგუფის კოორდინატორი.

2005 წლის 12 ივლისს დაინიშნა ქ. თბილისის მერად.

2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და იმავე წლის 12 ოქტომბერს ქ. თბილისის საკრებულომ გიგი უგულავა თბილისის მერად აირჩია.

2010 წლის 30 მაისის ჩატარებული არჩევნების შედეგად გიგი უგულავა გახდა ქალაქის პირველი არჩეული მერი.

2009-2014 წ. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევერი, კონგრესში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.

2017 წლის 27 მაისიდან დღემდე პოლიტიკური პარტიის ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის’’ გენერალური მდივანი

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სახით ირაკლი რუხაძე დაიკითხება
ბექა ბასილაია - საუბარი იმაზე, რომ 7 ნოემბერი ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტება და ბადრი პატარკაციშვილის მშვიდობის სიმბოლოდ გამოცხადება, ქართული სახელმწიფოს დაცინვაა
პეტრე ცისკარიშვილი - 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ - საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო
ანა ბუჩუკური - ლევან იოსელიანის გამოხატვის ფორმები აბსოლუტურად არასაკმარისია - ერთია, სტატუსი დაწერო, მაგრამ რაც ავიწყდება ხოლმე, ისაა, რომ საქართველოს სახალხო დამცველია - ხშირად, სისტემურ დანაშაულებზე მისი დუმილი ცალსახად პრობლემაა
ლევან იოსელიანი - ვანო მერაბიშვილი - 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი - 6 წელი, დავით კეზერაშვილი - 5 წელი, ბაჩო ახალაია - 9 წელი, მეგის ქარდავა - 9 წელი, ალეკო - 13 წელი!
7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
გია ვოლსკი - სააკაშვილი მის მიმართ უპირობო, ქედმოხრილ დამოკიდებულებას შეეჩვია, მელიას ეს არ ახასიათებს მაინცდამაინც - მელია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია და ჰგონია, რომ უკეთესია, ვიდრე სისხლიანი სააკაშვილი
7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ქვეყნისთვის სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ, ბოროტება ბევრი გააკეთეს - საზოგადოებამდე მისასვლელი პირი არ აქვთ
7 ნოემბრის საქმის მოსამართლე - წინა პროცესზე მიმდინარეობდა სხდომის ჩაწერა, ვერ დავიწყებთ გამოძიებას თუ ვინ აწარმოებდა ამას, თუ კიდევ განმეორდება მსგავსი, სხდომას დავხურავ
ზურაბ ნოღაიდელი - ლაჩარი სააკაშვილი, რომელიც 2008-ში მიწაზე ფორთხავდა, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ! ვერც მოღალატეს დამიძახებს! - არ უნდა ეფორთხა, არ არის ეს რუსული პროპაგანდა, ეს ჩემი პროპაგანდაა, დაცვამ დაიცვა არა ის
მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს - პუტინთან იყავი თუ არა მოსკოვში? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ ? მოუწოდე, რომ  საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა - ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?
მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ
ზურაბ ნოღაიდელი 7 ნოემბრის საქმეზე - მიტინგის დარბევა მოხდა სპეცსაშუალებებით - მთავრობის სხდომის შეწყვეტა მოგვიწია, იმის დადგენა მომიწია, თუ რა სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული
მიხეილ სააკაშვილი - სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სამშობლოს მოღალატის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაში
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ზურაბ ნოღაიდელი ჩვენებას მისცემს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს