7 ნოემბრის საქმის მოსამართლე - წინა პროცესზე მიმდინარეობდა სხდომის ჩაწერა, ვერ დავიწყებთ გამოძიებას თუ ვინ აწარმოებდა ამას, თუ კიდევ განმეორდება მსგავსი, სხდომას დავხურავ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას მიხეილ სააკაშვილი ესწრება.

დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

მოსამართლემ განცხადება გააკეთა წინა პროცესიდან გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თუ მსგავსი ფაქტი კიდევ განმეორდება, სხდომა დაიხურება.

"წინა პროცესზე მიმდინარეობდა სხდომის ჩაწერა, ვერ დავიწყებთ გამოძიებას თუ ვინ აწარმოებდა ჩაწერას. თუ კიდევ განმეორდება მსგავსი, სხდომას დავხურავ. ბატონო გიორგი [გიორგი ჩალაძეს მიმართავს] როდესაც ბრალდებული სიტყვით გამოდის, კომპიუტერი დახურეთ",- განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

მოსამართლის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია და მოსამართლეებს მიმართა - "შეგეშინდათ? იმიტომ, რომ ჩაისვარეთ".

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება