ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ივანე მერაბიშვილი

1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი.

1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან იყო მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა.

1999 წელს მერაბიშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე.

2003 წელს ვარდების რევოლუციის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2004 წელს, 26 იანვარს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში და ასრულებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას. ამავე წლის 7 ივნისი - 18 დეკემბერი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი გახდა. 2004 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად და ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 2012 წლის 30 ივნისამდე. 2012 წლის 4 ივლისს ის დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრად და ამ თანამდებობაზე ის იმყოფებოდა 2012 წლის 25 ოქტომბრამდე.

2013 წლის 21 მაისს, პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა და ბრალი დასდო მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ბრალდება შეეხებოდა დასაქმების სახელმწიფო პროგრამას, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლას.

2014 წლის 17 თებერვალს სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
გია ვოლსკი - ლევან ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელის ხშირი ხსენება გამოსავალია, რათა როგორმე იმ ჭაობიდან ამოვიდეს, რაშიც დღეს „ნაცმოძრაობა“ იმყოფება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2023
ირაკლი ჩიქოვანი „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს - მართლა გულწრფელად გჯერათ, რომ თქვენ ხართ ევროპული ძალა, კეზერაშვილის ფულით, ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიით, ხაბეიშვილის მეთაურობით და ადეიშვილის კარნახით?!
ნიკა მელია - თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად
ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე - არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ
ბაჩო დოლიძე - ხაბეიშვილს ლამაზი თვალების გამო კი არ მისცეს ხმა, არამედ იმიტომ, რომ თავდაჯერებულად ამბობდა, თითქოს უმოკლეს დროში შეძლებდა სააკაშვილის დახსნას - გვყავს თავმჯდომარე, რომელიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს
ზვიად ძიძიგური - „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან რეჟიმზე ლაპარაკი ყავლგასულია, ხელისუფლებას არსენალში აღარ აქვს კრეატიული იდეები - მუდმივად დემონსტრირება: „მე ყოჩაღად ვარ“, ერთ რამეს ადასტურებს, რომ არ აქვს კარგად საქმე
ქართული პრესის მიმოხილვა 01.05.2023
ირაკლი კუპრაძე - მიხეილ სააკაშვილმა მტრები საკუთარ პარტიაში უნდა ეძებოს, ვინც თავის დროზე მოატყუა, ილუზია შეუქმნა, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსულიყო, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პატიმრად შეატოვა და პარტიის შიგნით ხელოვნური დუღილი მოაწყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2023
თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელია ვერანაირ კონტრშეტევაზე ვეღარ გადავა - რადარებიდან გაქრა
კობა ნაყოფია - ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება - ოპოზიცია უნდა იყოს მზად და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმებული
გია ვოლსკი ოპოზიციაზე - სამოქალაქო დაპირისპირების ისეთი ხარისხის მიღწევა სურთ, რომელიც სიტუაციას შეარყევს და დესტაბილიზაციას განაპირობებს, რომ იქნებ ამ მღვრიე წყალში დაიჭირონ პოლიტიკური დივიდენდი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2023
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, მას არაფერი ეშველება
ბაჩო დოლიძე - ვინც არ იზიარებდა მერაბიშვილის პოლიტიკას, კარი დაუკეტეს, უამრავი ადამიანი დარჩა იგნორირებული, ბუნებრივი იყო, შევქმნიდით სივრცეს, სადაც მათ თავს მოვუყრიდით - ეს არის გაერთიანების და არა დაქსაქსვის ოფისი
ალეკო ელისაშვილი - პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს ევროპელი პენსიონერების ქურდი აფინანსებს, ხომ მაგარია? - მაგ ხალხთან არაფერი მაქვს საერთო, ხალხსაც არ უნდა, ხომ ნახეთ 9 აპრილს
ხატია დეკანოიძე ოპოზიციონერი დეპუტატების მივლინების გამო პლენარული სხდომის გადადებაზე - ოპოზიცია არ გამოიყურებოდა კარგად, სასაცილო იყო ეს ყველაფერი
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს