„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა. „საბვეის“ 11 რესტორანი თბილისში, ხოლო 5 რეგიონშია განთავსებული. საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ მოგზაურობის ყველაზე ცხელ სეზონზე „საბვეი“ მომხმარებლებს ახლა უკვე არა მხოლოდ ავტომაგისტრალის გორის, თერჯოლასა თუ არგვეთას მონაკვეთზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში, არამედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაშიც უმასპინძლებს. ახალი რესტორნის გახსნის საზეიმო ცერემონიალს „საბვეის“ MEASA, CIS და თურქეთის რეგიონალური დირექტორი ეფე ჩელიკი, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაესწრნენ.

„Subway International BV-სთან“- სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან გაფორმებული მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში ერთ წელზე ნაკლებ დროში 16 რესტორანი გავხსენით, რაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში ამერიკული კულტურის გავრცელებასა და დამკვიდრებისთვის 2013 წლიდან ზრუნავს და დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 120 რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. წლის ბოლომდე „საბვეის“ რესტორნების რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფმა“ 2000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა და ქვეყნის ეკონომიკაზე პოზიტიური ზეგავლენისთვის ყოველდღიურად ზრუნავს“ - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„Subway International BV-სთან“ მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში “საბვეის” 80 რესტორანს გახსნის.

„ვისოლ ჯგუფთან“ ერთად „საბვეი“ საქართველოში რეკორდული სისწრაფით ვითარდება და ლეგენდარული ამერიკული ბრენდის მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები ძალიან მალე საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი. “საბვეისთან” ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. საქართველოში ამერიკული ბრენდების რესტორნების მართვის მრავალწლიანმა გამოცდილებამ კი შესაძლებლობა მოგვცა სრულად გაგვეთვალისწინებინა ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნები თუ სურვილები და მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი გაგვეხადა.“ - აცხადებს “ვენდის”, “დანქინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე.

„საბვეის“ განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში.

(R)

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება