ბექა ბასილაია გოგა ხაინდრავას ჩვენებაზე - ეს არის პოლიტიკურად დაინტერესებული პირი, რომელიც თავის ჩვენებაში სრულიად არაზუსტ ინფორმაციას და ფაქტობრივ გარემოებებთან აცდენილ სურათზე უთითებს

დღევანდელი მოწმის ჩვენებაზე არანაირი განმარტების გაკეთება არ ღირს, ეს არის პოლიტიკურად დაინტერესებული პირი, რომელიც თავის ჩვენებაში სრულიად არაზუსტ ინფორმაციას და ფაქტობრივ გარემოებებთან აცდენილ გარემოებებს უთითებს, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას.

როგორც ბასილაია განმარტავს, ის ფაქტი, რომ 20024 წელს, სასამართლოში 2007 წლის მოვლენების განხილვა მიმდინარეობს, პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს.

„თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგი: ახლა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ მოვლენებს ვიხილავთ, მაშინ, როცა გუშინ, ყველანი ვხედავდით, სპეცრაზმელები როგორ უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს, სრულიად მშვიდობიან დემონსტრანტებს, როგორ შედგნენ წიხლებით და ა.შ. ამ მიმართულებით სახელმწიფოს არანაირი რეაგირება არ აქვს, არც გამოძიება იწყება, ფორმალურ განცხადებასაც კი არ ავრცელებენ, თუმცა, რა რეაგირებაზეა საუბარი, ეს პირდაპირი დავალებაა "რობოკოპებისადმი" და ძალოვნებისადმი, სადაც წაასწრებენ ადამიანებს, სადაც გამოიჭერენ ერთეულებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე, 2007 წლის მოვლენებს განვიხილავთ, ეს ხომ სრულიად არასერიოზულია? ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს პოლიტიკურ დევნაზე და იმაზე, რომ ამ ქვეყანაში სამართალი, პროკურატურა ოლიგარქის ინტერესებს ემსახურება.

2007 წლის მოვლენებზე დაზარალებული ხალხის მიმართ სრული თანაგრძნობა მაქვს, მიმაჩნია, რომ არც 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს არ უნდა მიეღოთ ის დაზიანებები, რაც მიიღეს, უბრალოდ, ახლა საუბარია შემდეგზე - 2024 წელს 2007 წლის მოვლენების განხილვა რომ მიმდინარეობს, 2024 წელს ასეთ ბარბაროსობას რომ სჩადიან და პასუხი არავის არ ეკითხება, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ