Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის ფარგლებში კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, ანგარიშზე ინფორმაციის სერვის პროვაიდერთან ერთად, გადახდის ინიცირების სერვის პროვაიდერიც იყოს. ეს ნიშნავს, რომ Keepz-ის მომხმარებლები მარტივად შეძლებენ როგორც კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ინფორმაციაზე წვდომას (რაც დაეხმარებათ მათ ფინანსების ანალიტიკაში), ასევე გადახდების მარტივად დაინიცირებას - QR კოდების საშუალებით.

ღია ბანკინგში ჩასართავად Keepz -მა პირველმა გაიარა რეგულატორის მიერ დადგენილი პროცედურები, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითვალისწინებდა.

გიორგი მარიამიძე; Keepz-ის დირექტორი: „ღია ბანკინგი განაპირობებს ინოვაციებს ფინანსური სერვისების ბაზარზე და უზრუნველყოფს ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინტექ სერვის პროვაიდერებს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს არსებობას. ღია ბანკინგი ასტიმულირებს ახალი გადაწყვეტილებების, აპლიკაციების ფორმირებას და ფინანსური სერვისების შემუშავებას. შედეგად, მომხმარებლები მიიღებენ გაუმჯობესებულ და, რაც მთავარია, მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს.“

Keepz-ის შესახებ: Keepz არის QR ტერმინალი, ციფრული გადახდების მიღების ალტერნატიული და ინოვაციური გზა, რომელიც გვთავაზობს apple-pay-ით google pay-ით და კრიპტო აქტივის დახმარებით უფასო გადახდებს და გადარიცხვებს, როგორც ფიზიკური მაღაზიებისთვის, ისე ონლაინ სავაჭრო სივრცისთვის

ღია ბანკინგის შესახებ: ღია ბანკინგი 2022 წელს ანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ამუშავდა და ამ ცვლილებამ საქართველოს საგადახდო სერვისების მარეგულირებელი ჩარჩო ევროკავშირის დირექტივას შეუსაბამა. ევროკავშირში ღია ბანკინგი წლების წინ დაინერგა და წარმატებით უწყობს ხელს საგადახდო მომსახურების სფეროში კონკურენციის ზრდას, ინოვაციებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში