ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
გიგი უგულავა

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოსოფიის, ფილოსოფიურ დისციპლინათა მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1992-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1993 წელს მუშაობდა ი. სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიულ კოლეჯში, თ. ყანჩაველის საავტორო კოლეჯში “ნობილე” და 58-ე საშუალო სკოლაში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად.

1995-1997 წლებში იყო ზაარბრუკენის უნივერსიტეტის სტუდენტი.

1997-1998 წლებში იყო ტელეკომპანია “იბერია TV”-ს ჟურნალისტი.

1998 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთელის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1999-2000 წლებში იყო ფონდ “ინტერნიუსის” ჟურნალისტი. ამავე პერიოდში მუშაობდა Transparency International-Georgia პროგრამების მენეჯერად, ხოლო

2000 წლის მაისიდან ივლისამდე მუშაობდა ფონდ “ევრაზიაში” კონსულტანტად.

2001-2003 წლებში იყო სამართლებრივი განათლების ასოციაცია - ALPE -ს დირექტორი.

2003 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

2004 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ, ამავე წლის მარტში პირველ მოადგილედ.

2004 წლის სექტემბრიდან 2005 წლის აპრილამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

2005 წლის 20 აპრილს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად.

2001 წელს მონაწილეობდა ახლადდანიშნულ მენეჯერთათვის გამართულ ტრენინგში და აგრეთვე ტრენინგში სამუშაოს ორგანიზებისა და დაგეგმვის გაუმჯობესების საკითხებზე (ბელგია).

2002 წლის სექტემბერში გახდა ჯონ სმიტის სტიპენდიანტი (გაერთიანებული სამეფო), თემა - “დემოკრატია, პრესისა და მაუწყებლობის რეგულაცია გაერთიანებულ სამეფოში”.სხვადასხვა დროს იყო ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” სამართლებრივი განათლების ქვესაბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, არასამთავრობო მონიტორინგის განათლების სექტორის ჯგუფის კოორდინატორი.

2005 წლის 12 ივლისს დაინიშნა ქ. თბილისის მერად.

2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და იმავე წლის 12 ოქტომბერს ქ. თბილისის საკრებულომ გიგი უგულავა თბილისის მერად აირჩია.

2010 წლის 30 მაისის ჩატარებული არჩევნების შედეგად გიგი უგულავა გახდა ქალაქის პირველი არჩეული მერი.

2009-2014 წ. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევერი, კონგრესში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.

2017 წლის 27 მაისიდან დღემდე პოლიტიკური პარტიის ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის’’ გენერალური მდივანი

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ლევან დავითაშვილი
გიგი უგულავა აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემოშვებაზე - ეს უკვე ღალატის მომაკვდინებელი ფაზაა - ესაა უკვე ბელარუსი
სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით
გიგი უგულავა - კრემლმა უკან დაიხია, ეს გამარჯვებაა, მაგრამ მისი საცეცები ჯერ არ განადგურებულა
გიგი უგულავა - მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ, რომ თალხი და ჩირქი, რომელიც საქართველოს აცხია, არ არის ქართული საზოგადოების არჩევანი
გიგი უგულავა - ჩვენ უფსკრულთან ვდგავართ - ჯობია იაქტიუროთ, ვიდრე ურმის გადაბრუნების შემდეგ ვიმოქმედოთ, მერე რომ გზა გამოჩნდება, ის ძალიან მძიმე იქნება
7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო
გიგი უგულავა - სტრასბურგის სასამართლოში „ქოცებს“ მოვუგე კონვენციის მე-5 მუხლის 1 და 3 პუნქტები
თინა ხიდაშელი - როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, რაღაც შედეგი უნდა დგებოდეს - როცა მოლოდინი არ გაქვს, რომ საუბარს გაგრძელება მოჰყვება, უკვე პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილია
გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში სიკვდილმისჯილი - პასუხი შეიძლება იყოს ერთი: ,,ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება“
გიგი უგულავა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და დავასრულოთ ბრძოლა საქართველოს რუსიფიკაციის წინააღმდეგ
"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება, დღესაც გადაიდო
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას, რომ ბოლომდე იყოს დათრგუნული და მისი ადგილი იყოს ნული - დღესაც კიდევ ერთხელ დაამცირეს
130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს
კახა კალაძე - ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის ღირებულება 2 800 000 აშშ დოლარია
გიგი უგულავა - ზელენსკის განცხადება იმედისმომცემია - ხელისუფლებას უნდა რუსთაველზე ნაძვის ხის მაგივრად ჩამოკიდოს სააკაშვილი და რომ არ იყოს დასავლეთი, მკვდრის წინაშე იდგებოდით მიკროფონით
გიგი უგულავა - „ქართულმა ოცნებამ“ შეირგოს და იამაყოს, რომ საქართველომ 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც სადღაც გაიმარჯვა
გიგი უგულავა - დღეს იქნება, თუ ხვალ, ხელისუფლება იძულებული იქნება მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას
მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა