ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელის პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ ციხეში დააბრუნონ - როგორც მას აქვს ინფორმაცია, დღეს იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს დამატებით სამედიცინო კვლევები ჩაუტარდება. როგორც ქურდოვანიძემ ამაღლობელის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, მზია ამაღლობელის პოზიცია უცვლელია და მას ციხეში დაბრუნება სურს.

„მზია ამაღლობელი დღეს უკვე 30-ე დღეა შიმშილობს. ის სრულ შიმშილობას აგრძელებს და აქ [„ვივამედში“] რჩება დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა მისი პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ უკან ციხეში დააბრუნონ. თუ ჩატარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, მისი პოზიცია, რომ ის აქ [„ვივამედში“] აღარ დატოვონ და უკან ციხეში გადაიყვანონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია სამედიცინო ჩვენება, როგორი იქნება. როგორც მას აქვს ინფორმაცია, დღეს იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება და ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი იქნება გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული.

რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელი 30 - დღიანი შიმშილობის ფონზე ფიზიკურად სუსტად არის, თუმცა მზია ამბობს, რომ შედარებით უფრო უკეთ არის, ვიდრე ბოლო რამდენიმე დღის წინ იყო, ამიტომ ფიქრობს, რომ შესაძლებელია მისი უკან დაბრუნება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული სამედიცინო ანალიზებზე დაყრდნობით და არა უბრალოდ, მისი სურვილით (რომ მას უკან დაბრუნება უნდა), მნიშვნელოვანია სამედიცინო ჩვენება როგორი იქნება. მზია ამაღლობელი ფიზიკურად გადაადგილდება, ის ჩვეულებრივ საუბრობს და ამ მხრივ რაიმე პრობლემა არ აქვს“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, როგორც ციხეში, ასევე „ვივამედში“ პერიოდულად ნახულობს.

„აღნიშნული არის დამატებით მონიტორინგის განხორციელების ფორმა. რაც შეეხება იმ ექიმების ჯგუფის დამატებით [ ვივამედში] შემოსვლას, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ისინი დამატებით კიდევ გეგმავდნენ შემოსვლას. როგორც წესი, ეს არის ხოლმე ერთჯერადი შემოსვლა, რომელსაც უნდა მოჰყვეს შემდგომი შეფასება, რასაც ისინი გააკეთებენ, სავარაუდოდ წერილობით და რომელსაც შემდეგ ჩვენ სახალხო დამცველისგან გამოვითხოვთ“, - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

გარდა ამისა, ქურდოვანიძის განმარტებით, საია გეგმავს, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ადამიანთა უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი გააგზავნოს.

„მზია ამაღლობელის საქმეზე, კერძოდ აღკვეთის ღონისძიების სახით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა, მისი გასაჩივრება უკვე შესაძლებელია ადამიანთა უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება