ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, 27 დეკემბერს, რა დროსაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან, ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან, არადა, მისივე თქმით, იმ დროს იქ საერთოდ არ იმყოფებოდა, სანაპიროზე სულ სხვა ადგილას იყო.

ვაჟა გაფრინდაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 27 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება