გიგი უგულავა - არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი! - ის ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ

ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ადმინისტრაციულ სახდელს, რომელსაც სასამართლო დააკისრებს, არ გადაიხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე მსჯელობენ.

„ამ დავის იურიდიული თუ არსებითი ნაწილის განხილვას არ ვაპირებ, რადგან ეს აბსურდია. ცალსახაა ერთი რამე, ხელისუფლებას ფიზიკურ ტერორთან ერთად ფინანსური ტერორი აქვს დაწყებული. ეს საქმეები ფინანსური ტერორია ადამიანების წინააღმდეგ. ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს ადამიანებს, თითო სოფელს, 5 მილიონს პირდებოდა, 5000-ლარიანი ჯარიმით ასაჩუქრებს საკუთარ მოქალაქეებს. დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ამოღება უნდათ საკუთარი მოქალაქეების ჯიბიდან. მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი, ვერავის მოვუწოდებ ასე იმოქმედონ, ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი ადამიანების დაშინებას ისახავს მიზნად. ის ქვითრები, რომელსაც წერენ დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ თავისთვის რელიკვიად შეინახონ",- განაცხადა უგულავამ სხდომის დაწყებამდე.

სასამართლო პროცესზე კი ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილების შუამდგომლობა დააყენა. აბესაძის თქმით, მოსამართლე ესტონეთმა დაასანქცირა, შესაბამისად, მას ეს საქმე არ უნდა განეხილა.

მოსამართლეს მიმართა უგულავამაც და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ფარსია და ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი.

„წინასწარ ვიცით თქვენი გადაწყვეტილება. ამ წარმოდგენაზე დიდ დროს ნუ დავხარჯავთ, ცირკსაც ვერ ვუწოდებ, ცირკში ადამიანები ერთობიან, აქ გასართობი არაფერია", - მიმართა უგულავამ მოსამართლეს.

მოსამართლემ აბესაძის შუამდგომლობა დასაბუთებლობის არგუმენტით არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.

გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო