რუსეთის ელჩის ინფორმაციით, სი ძინპინი 9 მაისს მოსკოვში ჩადის

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი გამარჯვების დღის აღსანიშნავად 9 მაისს მოსკოვში ჩავა, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩინეთში რუსეთის ელჩმა იგორ მორგულოვმა განაცხადა.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა მიიღო მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს მოსკოვში, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებში და, თავის მხრივ, მიიწვია ვლადიმერ პუტინი აქ, ჩინეთში იმ ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელიც სექტემბრის დასაწყისში იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩინელი ხალხის გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით იგეგმება“, - აღნიშნა ელჩმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!