11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

„13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0, +2, დღისით კი +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, დღისით კი +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6,-8, დღისით კი +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12,-14, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6,-8, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10,-12, დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 11-12 თებერვალს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 13 თებერვალს კი დღის მეორე ნახევრიდან ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა ღამით -15,-17, დღისით კი -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ