ნინო ქათამაძე - კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ არ მქონია სასამართლო დარბაზში - თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა, რომელიც ისმის, არ ჩერდება

კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ არ მქონია სასამართლო დარბაზში - თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა ისმის, არ ჩერდება. ადამიანს არ შეუძლია გააჩეროს ეს შიგნით,- ამის შესახებ მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ქუთაისში, საქალაქო სასამართლოსთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

როგორც ნინო ქათამაძემ აღნიშნა, იმდენად დაგროვდა უსამართლობის განცდა, რომ „არ იცის ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს“.

„კონცერტი სად არ მქონია, მაგრამ კონცერტი არ მქონია სასამართლო დარბაზში. არასდროს მოვხვედრილვარ. თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ხმა, რომელიც ისმის, არ ჩერდება. ადამიანს არ შეუძლია გააჩეროს ეს შიგნით. იმდენად დაგროვდა უსამართლობის განცდა, იმდენად რთულია მზია ამაღლობელის თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა....ძალიან ბევრი მოვლენაა, არ ვიცი ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს",- აღნიშნა ქათამაძემ.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ცხრა ადამიანის პროცესს მოსამართლე ციცინო მოსიძე გაუძღვება. ჟურნალისტებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით ედავებიან. მათ წინააღმდეგ საქმე 26 იანვარს მოსამართლის სახლთან შეკრების და პროტესტის გამო აღიძრა. შეკრებილები მზია ამაღლობელის პატიმრობას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქმი შემდეგ პირებს გამოუწერეს: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი; მაია ცირამუა - ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი - „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო