პროკურატურამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვაზე, რომელიც შიდა თუ გარე აქტორების მიერ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს შეეხებოდა, გამოძიება დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ შეტანილ განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, 8 თებერვალს გამოძიება დაიწო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 დან 10 წლამდე და 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს’’ წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთნენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, საზოგადოება წლებია თვალს ადევნებს კოორდინირებულ შეტევას ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც მათი თქმით, მონაწილეობენ როგორც გარე აქტორები, ასევე ოპოზიციაში მყოფი უცხოური ინტერესების გამტარებელი პირები.„ნათელია, რომ პირთა ეს ჯგუფი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, წინასწარ შემუშავებული გეგმების მიხედვით და შესაბამისად, ისინი ეხმარებიან უცხო ქვეყნებს, უცხოეთის ორგანიზაციებს თუ უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს ისეთ საქმიანობაში, რომელთა მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა... ამის ერთ-ერთ მაგალითად გამოდგება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, როდესაც გამოძიებამ სხვადასხვა პარტიის ოფისებიდან ამოიღო ძალადობრივი აქციების მოსამარაგებლად განკუთვნილი პიროტექნიკა თუ სხვა საშუალებები“, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს