ლევან მაჭავარიანი - ჩვენ ამერიკული FARA-ს გადმოღება დავაანონსეთ და მეორე დღეს გავიგეთ, რომ აშშ-ში, FARA-ს კანონმდებლობაში რაღაცა ტიპის ცვლილებების შეტანას აპირებენ - არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა არ არის

რა უცნაური დამთხვევაა! - ძალიან უცნაურად, ერთი დღის სხვაობით მოხდა, როცა ჩვენ ამერიკული FARA-ს გადმოღება დავაანონსეთ და მეორე დღეს გავიგეთ, რომ აშშ-ში, FARA-ს კანონმდებლობაში რაღაცა ტიპის ცვლილებების შეტანას აპირებენ - არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა არ არის, - ეს კომენტარი მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.

საქართველოში უცხოური დონორი ორგანიზაციების საქმიანობაზე საუბრისას მაჭავარიანმა განაცხადა ისიც, რომ „შეიძლება ერთი ხელით ხელს გართმევდე, მაგრამ მეორე ხელით დანას გირტყამდე“.

„ბატონი ტრამპი DEEP STATE-ს ღიად და დეკლარირებულად ებრძვის, რომელსაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით. DEEP STATE-ს თავისი გავლენა აქვს არა მხოლოდ USAID-სა და NEED-ში, არამედ აშშ-ს ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ სტრუქტურაში. ტრამპმა პირველივე დღეებში უამრავ დადგენილებას მოაწერა ხელი, რითაც ბიუროკრატიის თანამშრომლებისგან წმენდაც დაიწყო.

ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რომელ უწყებაშია არიან კიდევ DEEP STATE-ის თანამშრომლები და რომელში - არა, თუმცა ეჭვი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა, ნამდვილად საფუძვლიანია. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ვერ მთავრდება და ყველაფერს დრო სჭირდება.

თუ ვინმეს (დონორ ორგანიზაციებს) საქართველოსთვის სასარგებლო საქმე აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მადლიერი ვართ, მაგრამ ვისი ფულიც მშვიდობისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება და ეს შეიძლება იმავე ორგანიზაციის ფული იყოს, როცა სასწორის ერთ მხარეს დევს, რომ შენ რაღაც კარგს მიკეთებ, მაგრამ ამავე დროს ჩემს სახელმწიფოებრიობას ძირი უნდა გამოუთხარო, ეს თავიდანვე მითხარი და გეტყვი, რომ ასეთი არც შენი სიკეთე მინდა, არც არაფერი მინდა და ჩემს ქვეყანას თავი დაანებე, რათა ჰარმონიული ცხოვრება გავაგრძელო“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება