ნიკოლ ფაშინიანი - თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია - სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში გენერირდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური რიტორიკა სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული თეზისზე, რომ სომხეთის რესპუბლიკა ახორციელებს შეიარაღებას, ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის და შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს უფლება დაიცვას თავი და მიიღოს პრევენციული ზომები.

„თუ აზერბაიჯანული რიტორიკის ამ თეზისებს უფრო კომპაქტურად და მარტივად განვიხილავთ, მაშინ ყველაფერი შემდეგამდე დადის: სომხეთი ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის, ამიტომ უკეთესი იქნება, რომ აზერბაიჯანმა განახორციელოს სომხეთზე შეტევა, როგორც პრევენციული ზომა. ამ თეზისების წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: ან აზერბაიჯანი ნამდვილად თვლის, რომ სომხეთი აპირებს თავდასხმას, ან თვითონ აპირებს თავდასხმას და ცდილობს ამისთვის საფუძვლის შექმნას. ორივე შემთხვევაში, ძირითადი წინაპირობაა ის, რომ აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს“, - აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის სტატიაში, რომელსაც სომხური მედია აქვეყნებს.

მისი თქმით, თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთის აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია.

ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკა ახორციელებს არმიის რეფორმირებას გარკვეული პრინციპის ფარგლებში, ანუ, რათა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ.

„ეს, სხვათა შორის, ნებისმიერი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებაა და მისი გამოწვევა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. აქვს თუ არა რაიმე კავშირი სომხეთის არმიის რეფორმებს აზერბაიჯანთან? დიახ და თან არა. არა, რადგან, სომხეთს არ აქვს არანაირი გეგმა, განზრახვა ან მიზანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ქმედება განახორციელოს. დიახ, რადგან სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში გენერირდება“, - წერს ფაშინიანი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის