საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთა ალიანსის შექმნის მიზნით, შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე, ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთა ალიანსის შექმნის მიზნით, შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, ესწრებოდნენ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები.

„ასევე: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მთიანი რეგიონების პრობლემების კვლევის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი და ტურიზმის ექსპერტი, პროფესორი კობა არაბული; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი მალხაზ ღვინჯილია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ქემერტელიძე; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი სოფო თევდორაძე; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე; შავი ზღვის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკა დევიძე; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მანანა ალადაშვილი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გიგი ყუფარაძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თენგიზ გორდეზიანი; სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია თოფურია და ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მალაღურიძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიება გახსნა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა. პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ ისაუბრა მთის მდგრადი განვითარების პრობლემებზე, ამ კუთხით ფაკულტეტის როლზე, მის მიღწევებზე და ახალ შესაძლებლობებსა და გეგმებზე.

„შეხვედრის მონაწილეებმა დაეთანხმნენ ჩვენს ინიციატივას დაფუძნდეს ალიანსი, ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე. შევთანხმდით, რომ აუცილებელია განყენებული/ცალკეული გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის თავმოყრა. მნიშვნელოვანია, რომ ალიანსი იქნება ახალგაზრდებისთვის ტურიზმის დარგში ცოდნის ამაღლებისა და პრაქტიკული უნარების შეძენის შესანიშნავი შესაძლებლობა. ალიანსის წევრები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდგრადი მთის განვითარების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, მათ შორის, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის განკუთვნილ ფოტოკონკურსში - „მყინვარები, როგორც წყლის რესურსები“, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება და მყინვარების დაცვის საერთაშორისო წელს მიეძღვნება. ალიანსი მხარს დაუჭერს სტუდენტურ გაზეთს „სამშობლო იწყება მთებით“. გაზეთში გაშუქდება მთიან რეგიონებთან დაკავშირებული ალიანსისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები”, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება