თამარ ჩერგოლეიშვილი - არარეალისტური ამოცანების დასახვა და ამ ამოცანებთან სასახელოდ დამარცხება, დამატებით ფრუსტრაციას გამოიწვევს - რანაირად წარმოგიდგენიათ გახარიას ერთიანობა ვაშაძესთან, ან ჩემი ერთიანობა მიშა სააკაშვილთან?!

არარეალისტური ამოცანების დასახვა და ამ არარეალისტურ ამოცანებთან სასახელოდ დამარცხება, კიდევ დამატებით ფრუსტრაციას გამოიწვევს - რანაირად წარმოგიდგენიათ გახარიას ერთიანობა ვაშაძესთან, ან ჩემი ერთიანობა მიშა სააკაშვილთან?! - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ერთიანობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული „აბსოლუტურად არარეალისტურია“.

„არარეალისტური ამოცანების დასახვა და ამ არარეალისტურ ამოცანებთან სასახელოდ დამარცხება, კიდევ დამატებით ფრუსტრაციას გამოიწვევს. აბსოლუტურად არარეალისტურია. რანაირად წარმოგიდგენიათ გახარიას ერთიანობა ვაშაძესთან, ან ჩემი ერთიანობა მიშა სააკაშვილთან?! ამომრჩეველს დავკარგავ მე რომ სააკაშვილთან [გავერთიანდე]. ჩვენი ამოცანა ხომ ბევრი ამომრჩევლის მოზიდვაა. მე ჩემს ამომრჩეველს დავკარგავ ვაშაძეს რომ გავუერთიანდე“,- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

როგორც ჩერგოლეიშვილმა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ განაცხადა, „ზურაბიშვილს საგარეო ფრონტზე სასაუბროდ გამაერთიანებელ ფიგურად განვიხილავთ“.

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ვიცი, საერთაშორისო ღონისძიებას უნდა დაესწროს და მინდა ვუთხრა ჩვენი გზავნილი, რას ვთვლით სწორად საერთაშორისო ასპარეზზე. სალომე ზურაბიშვილს საგარეო ფრონტზე სასაუბროდ გამაერთიანებელ ფიგურად განვიხილავთ. ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ. რაც შეეხება [ქვეყნის] შიგნით კრიზისის დაძლევას, ამაზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. ამას სჭირდება ოპოზიციურ პარტიებს შორის თავისუფალი კონკურენცია, შინაარსის გამოკვეთა. ამასთან, იმ საკითხებზე საუბარი, რაც მათივე, ანუ „ენჯეოების“ კვლევით ხალხს აწუხებს. მათ შორის, ომის შიშის პასუხი, რადგან ვხედავთ, რომ ამ კვლევაში 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და ამდენივე ნატო-ში, მაგრამ 53% საუბრობს ნეიტრალიტეტზე. ეს არის ომის შიშის გამოხატულება. თუ ოპოზიციას რამე წარმატება უნდა, ამ შიშს უნდა უპასუხოს ყველა შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქცია, პროტესტი არ გარდაიქმნება ცვლილებებად. ჩვენ ხომ ცვლილებები გვინდა“,- აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა