ნინო ლომჯარია - იმ ვითარებაში, როცა საშუალო ხელფასი 1500 ლარია და სოციალური დახმარება ოჯახზე 270 ლარამდეა, 5 000 - ლარიანი სანქციები აქციაში მონაწილეობის გამო, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უტოლდება

იმ ვითარებაში, როდესაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში არის 1500 ლარი და სოციალური დახმარება ოჯახზე 270 ლარამდეა, 5 000 - ლარიანი სანქციების გამოყენება აქციაში მონაწილეობის გამო, ეს უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესებს არაფერი არ აქვთ საერთო სამართლიან სასამართლოსთან.

„ამ პროცესებს არაფერი აქვთ საერთო სამართლიან სასამართლოსთან, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ სასამართლოები ეყრდნობიან მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას და უგულებელყოფენ, მათ შორის წარდგენილ სხვა ტიპის მტკიცებულებებს, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერებს და ა.შ. ეს პოლიციელები არიან ცრუ მოწმეები იმიტომ, რომ რეალურად ისინი არ არიან ის პოლიციელები, რომლებმაც დააკავეს მოქალაქეები და ამაზე კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს.

ასევე, მინდა შევეხო განსაკუთრებით 5 000 - ლარიანი ჯარიმების გამოყენებას. იმ ვითარებაში, როდესაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში არის 1500 ლარი და სოციალური დახმარება ოჯახზე 270 ლარამდეა, 5 000 - ლარიანი სანქციების გამოყენება აქციაში მონაწილეობის გამო, ეს უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს არ არის ჩვენი სიტყვები, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტი. ამასთან, ოთხჯერ გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის დღეების რაოდენობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფერს არაფერი არ აქვს საერთო არც სამართალთან და არც სამართლიანობასთან, არამედ ეს არის რეპრესიული, დრაკონული კანონები, რომელიც მიმართულია გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უფლების საერთოდ ამ ქვეყანაში გაუქმებასთან“, - განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ ამ დრომდე, არცერთი პოლიციელის მიერ არასათანადო მოპყრობის გამო, მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება