"საქართველოს ბანკის" ლიდერატორის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება

ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებისა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობისათვის,"საქართველოს ბანკი" უკვე მერვე წელია „ლიდერატორის“ პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება. ამასთან, როტაციის პრინციპით, ერთი წლის განმავლობაში საკუთარი თავი ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში გამოცადონ და გაიგონ, თუ რომელი მიმართულებაა მათ ინტერესებთან ყველაზე ახლოს. ეს კი სტუდენტებს მომავალი პროფესიის შერჩევას უმარტივებს.

ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება. შესაბამისად, დღის ბოლომდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ესტუმრონ ონლაინ პორტალს და შეავსონ განაცხადი.

2025 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე: Java დეველოპმენტი; ბიზნესის განვითარება; კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; მომხმარებელთა გამოცდილების და ლოიალურობის პროგრამების მართვა; მონაცემთა ინჟინერია; მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკინგი; პორტფელური რისკების ანალიტიკა და რეპორტინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე; საოპერაციო რისკები და აუდიტი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; ფინანსური აუდიტი და შიდა კონტროლი; ფინანსური რისკების და ხაზინის მართვა. თითოეული პროგრამა 30-მდე მიმართულებას მოიცავს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დააგროვონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

2017 წლიდან „ლიდერატორში“ მონაწილეობა მიიღო უკვე 445-მა სტუდენტმა, მათმა 78%-მა კი კარიერა "საქართველოს ბანკში" განაგრძო.

„საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია. მისი დახმარებით, ვზრუნავთ კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვასა და შემდგომ განვითარებაზე. რაც მთავარია, სამუშაო გრაფიკი სრულად არის მორგებული სტუდენტების სასწავლო ცხრილზე და აძლევს მათ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ მაღალი აკადემიური მოსწრება. პარალელურად, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება სფეროს პროფესიონალებთან მუშაობის შედეგად. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აქვთ“, – აღნიშნავს ელენე ოქრომჭედლიშვილი, ადამიანური კაპიტალის, თანამშრომელთა კმაყოფილების, ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და ლინის ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება