„STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ ForSet-ის ინიციატივით გაიმართება – "საქართველოს ბანკი" ახალგაზრდების მხარდასაჭერად

11 თებერვალს ForSet, მეცნიერი ქალებისა და გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას – „STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ გამართავს. პროექტის მხარდამჭერია "საქართველოს ბანკი".

ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ მეტი STEM-ის, ტექნოლოგიებისა და მონაცემების სფეროში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ, დაესწრონ სფეროს ლიდერების გამოსვლებს, მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებში, დაამყარონ მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები, ჩაერთონ სახალისო თამაშებში და მიიღონ საჩუქრები.

„საქართველოს ბანკისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის განათლების მნიშვნელობა უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში, ამიტომ გადავწყვიტეთ, STEM-ის, ტექნოლოგიებისა და მონაცემების მიმართულება ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ForSet-ის ღონისძიების – „STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ მხარდამჭერები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთი მსგავსი ღონისძიება გაიმართება, რომელიც მისცემს ახალგაზრდებს მოტივაციას, შეიძინონ ცოდნა და საკუთარი თავი მომავლის პროფესიების მიმართულებით გამოცადონ“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკის CSR მიმართულების გუნდში.

ღონისძიება ორგანიზებულია ForSet-ის მიერ და მისი პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკი, UNDP-სა და შვედეთის, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამა, IBCCS TAX, UN Women და ტერმინალი.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება