მაკა ბოჭორიშვილი - მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

„საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ ამ შეხვედრებში და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მონაწილეობა და საქართველოს ხმის გაჟღერება აღნიშნული სამიტის ფარგლებში, ასევე ორმხრივი შეხვედრების გამართვა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, მაღალი დონის დელეგაციებთან. რა თქმა უნდა, აქცენტი, ძირითადად, კეთდება ეკონომიკურ თემებზე, თუმცა სამიტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური თემების განხილვით, მის დღის წესრიგშია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საქართველოსთვის ასევე აქტუალურია როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადად ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნებთან",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება