გოგა მემანიშვილი - გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავენ, კანონიერად მოვუწოდეთ, გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

გოგა მემანიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები პოლიციის მოწოდებას არ ემორჩილებოდნენ და გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ.

“ჩვენ მოვუწოდეთ არაერთგზის, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი, რადგან არ არის ამის საჭიროება. მოგეხსენებათ, პარლამენტის წინ არის საკმარისი ადგილი, სადაც შეუძლიათ დადგნენ და გააპროტესტონ. არანაირად არ არის საჭირო, რომ გზის სავალ ნაწილზე იყვნენ და დაკეტონ გზა, ხელოვნურად კეტავენ, შესაბამისად, მოვუწოდეთ კანონიერად, რომ გაეთავისუფლებინათ, რაზეც რამდენიმე პირი არ დაგვემორჩილა და დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით. ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, დავაზუსტებ და მოგვიანებით მოგახსენებთ”,- განაცხადა მემანიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება