გიორგი გახარია - ლევან გოგიჩაიშვილი უმიზეზოდ დააკავეს, ეს არის სასოწარკვეთილება ხელისუფლების, რომელსაც მოქალაქეებთან საუბრის უნარი აღარ აქვს და გადადის რეჟიმის შექმნაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დროში შეზღუდულია

ეს არის ჩვეულებრივი შიში, ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ხელისუფლების, რომელსაც უკვე თავის მოქალაქეებთან საუბრის უნარი აღარ აქვს და გადადის ძალადობაზე, დაკავებაზე, კანონების ცვლილებებზე, რეპრესიული საკანონმდებლო ინფრასტრუქტურისა და რეჟიმის შექმნაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დროში შეზღუდულია, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსთან“ საუბარში მისი გუნდის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, როგორც კი ხელისუფლება რადიკალური გახდება და ხალხი უსამართლობას იგრძნობს, ასობით ათასი ადამიანი გამოვა და დადგება რუსთაველზე.

“ადამიანი უმიზეზოდ, იმისთვის, რომ პოლიციელს მიმართა, დააკავეს. ეს არის ჩვეულებრივი შიში, ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ხელისუფლების, რომელსაც უკვე თავის მოქალაქეებთან საუბრის უნარი აღარ აქვს და უკვე გადადის ძალადობაზე, დაკავებაზე, კანონების ცვლილებებზე, რეპრესიული საკანონმდებლო ინფრასტრუქტურისა და რეჟიმის შექმნაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დროში შეზღუდულია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი გამოსავალი - ყველა უკანონო პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები - ეს არის გამოსავალი, რომელიც მშვიდობასა და სიმშვიდეს მოუტანს ქვეყანას და რომელიც ქვეყანას დააბრუნებს ნორმალურობის ზღვარზე. მერე შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი. ვიღაცას შეიძლება “ქართული ოცნებიდან” “3+3” ფორმატი მოსწონს, ვიღაცას ევროპა უყვარს, მაგრამ ჩვენ ახლა არანორმალურ გარემოში ვართ, როდესაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებზე ძალადობს, მათ ძალადობრივი ენით ელაპარაკება. ეს ყველაფერი დასასრულებელია რაც შეიძლება სწრაფად და დამთავრდება ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის.

ცდილობენ, რომ ძალა აჩვენონ, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც სიმართლე ხალხის მხარეს არის, ეს ძალა შედეგს ვერ მოიტანს. ეცადნენ და ლევანი დააკავეს იმისთვის, რომ გზის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მიეცათ, მაგრამ ეს გზა გადაკეტილია. ხელისუფლება ამას აფასებს, როგორც მუხტის შემცირებას და ამ მუხტის შესუსტებას თვლის თავის შესაძლებლობად, უნდა, რომ ვიღაც შეაშინოს. არავინ შეშინდება. ეს მუხტი ხან იქნება ძალიან მაღალი, ხან - დაბალი, ხან ბევრი ხალხი იქნება, ხან ნაკლები ხალხი გამოვა, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება რადიკალური გახდება და ხალხი უსამართლობას იგრძნობს, ასობით ათასი ადამიანი გამოვა და დადგება რუსთაველზე”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო