მედია - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის სისტემებმა 18 დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 13 დრონი როსტოვის ოლქის, 6 ბრიანსკის, 2 ვოლგოგრადის ოლქის და 1 ბელგოროდის ოლქის თავზე.

დრონებით თავდასხმის საფრთხის ფონზე ყაზანის, კიროვის, სარატოვისა და ულიანოვსკის აეროპორტები დილით ფრენებს არ იღებდნენ.

მანამდე, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ასევე, რუსეთის ქალაქ ენგელსის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაბაზა მდებარეობს, აფეთქებების ხმა ისმოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება