თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის მთავარი ღონისძიების მხარდამჭერია

კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და პრაქტიკებს გაგიზიარებენ, როგორც ქართული ბიზნესების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან. სამიტზე თქვენ შეხვდებით:

  • იან გოლდინგს - Customer Experience Consultancy | CXPA (UK)
  • ოლგა პოტაპცევას - European Customer Consultancy | CX Panda (UK)
  • შონ ბელდინგს - Belding Group (Canada)
  • ჯულიან ჰავესს - Qmatic (UK)
  • ნიკ ვან ლანგენდონქს - Unbossers Network (Belgium)

სამიტზე, CX Hub, საქართველოში პირველად წარადგენს მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჯილდოს - CX Award Georgia, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ შემოიტანონ განაცხადები - მომხმარებლის (CX) ან თანამშრომლის (EX) გამოცდილების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული პროექტების და ინიციატივების შესახებ. განაცხადებს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი შეაფასებს, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული. CX Award Georgia-ში მონაწილეობის მიღება პირველ წელს სამიტის ფარგლებში უფასოა. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ბმულზე.

გარდა ამისა, CX Business Summit-ის ფარგლებში დაინტერესებულ აუდიტორიას ეძლევათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, რომ სამიტთან ერთად, იმავე დღეს, დაესწრონ CX-ის გლობალური ექსპერტის და Customer Experience Professional Association-ის თანადამფუძნებლის - იან გოლდინგის ვორქშოფს, თემაზე: „ლიდერობის მნიშვნელობა მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიულ მართვაში - თვითშეფასების ვორქშოფი”.

სამიტის ორგანიზატორია მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო CX Hub, გენერალური პარტნიორია თიბისი.

თიბისი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციების, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენ. სწორედ ამიტომ თიბისი უკვე მეორე წელია CX ბიზნეს სამიტის მხარდამჭერია. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიზნეს გარემოს განვითარებაში, ინოვაციური იდეების გაცვლასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიების დანერგვაში. ჩვენთვის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ინდუსტრიისთვის, მნიშვნელოვანია მონაწილეობა ისეთ ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესებს უკეთ გაუგონ მომხმარებლებს და მიაწოდონ მათ ხარისხიანი სერვისი.

სამიტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ღონისძიება გაიმართება 24 თებერვალს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში.

კომპანია CX Hub არის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის წამყვანი სააგენტო

საქართველოში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს CX და EX (მომხმარებლის და

თანამშრომლის გამოცდილების) მართვის კვლევებში, სტრატეგიების შემუშავებასა და სისტემების დანერგვაში. დეტალურად ინფორმაცია CX HUB-ზე შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქ გვერდზე.

ღონისძიების პარტნიორები:

ორგანიზატორი: CX Hub - მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო

გენერალური პარტნიორი: თიბისი

პარტნიორები: NGT Group, CommuniQ, University of Georgia, The European Fund for Southeast Europe (EFSE), Interaction Design Foundation (IxDF), The CX Academy, Blue Ocean, ProdAct Community, BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Imedi L, Balance

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება