Financial Times - დონალდ ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ანტიკორუფციული კანონის აღსრულების შეჩერება უბრძანა, რომელიც ამერიკელებს უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების მოსყიდვას უკრძალავს

დონალდ ტრამპმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ანტიკორუფციული კანონის აღსრულების შეჩერება უბრძანა, რომელიც ამერიკელებს უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების მოსყიდვას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი ორშაბათს მოაწერა და აშშ-ის გენერალურ პროკურორს, პემ ბონდის დაავალა, რომ 1977 წლის საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის (FCPA) აღსრულება შეაჩეროს.

„ეს ამერიკისთვის უფრო მეტ ბიზნესს ნიშნავს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეთრი სახლის ცნობით, კანონი ამერიკულ კომპანიებს უცხოურ კონკურენტებთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს და არათანაბარ პირობებს ქმნის.

„ქაღალდზე კარგად გამოიყურება, მაგრამ პრაქტიკაში კატასტროფაა. ეს ნიშნავს, რომ თუ ამერიკელი უცხო ქვეყანაში ბიზნესის კეთებას დაიწყებს, გამოძიება და ბრალის წაყენება გარანტირებულია და ამიტომ ამერიკელებთან ბიზნესის კეთება არავის უნდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება