არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროზე - თავიანთ ქვეყნებში ადამიანებმა სახეში რომ ულაწუნონ პოლიციელებს, მაშხალები ესროლონ, ცოცხლად დაწვის მცდელობები რომ ჰქონდეთ პოლიციელების, რა რეაქცია ექნებათ?!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველსმოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს.

„საინტერესოა თავიანთ ქვეყნებში ადამიანებმა სახეში რომ ულაწუნონ პოლიციელებს, პირდაპირ მაშხალები ესროლონ, ცოცხლად დაწვის მცდელობები რომ ჰქონდეთ პოლიციელებისა, მაშინ რა რეაქცია ექნებათ?! ან საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შემთხვევაში ვინმემ სხვამ, თუნდაც ქართველმა რომელიმე პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთოს, რომ ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს იმიტომ, რომ და იმიტომის მერე რატომ არ ცნობენ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა განცხადებებს გააკეთებენ და როგორი იქნება მათი დამოკიდებულება?! შესაბამისად ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება ყველანაირ საფუძველსმოკლებული, რომელიც იქნება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, ურჩევნიათ ამ ადამიანებს რომ გაჩუმდნენ მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხის პასუხი იქნება რა თქმა უნდა ისეთი, როგორიც ეს ეკადრება ღირსეულ ადამიანებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას“. ბიუროს აზრით, “პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება