„ფრანს-პრესი“ - ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ ყუნდუზში, ბანკთან აიფეთქა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

„თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელსაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, თავი აიფეთქა“, - განაცხადა, ყუნდუზის პროვინციის პოლიციის წარმომადგენელმა, ჯუმადინ ხაქსარმა.

ხაქსარის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, საჯარო მოხელეები და „თალიბანის“ უსაფრთხოების ძალების წევრები არიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება