თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდამჭერია

თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბისი Svaneti Freeride Week Junior-ის მთავარი სპონსორია.

12 თებერვლიდან, მესტია ახალგაზრდა ფრირაიდერებსა და ზამთრის სპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს. Svaneti Freeride Week Junior ღონისძიებების კვირეულია, რომლის ფარგლებშიც, სპორტული აქტივობების პარალელურად, მესტიის პარკში მოეწყობა საშეჯიბრო სოფელი, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ ფრირაიდის შეჯიბრს და კინოჩვენებებს. ასევე, გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას.

ჯუნიორების შეჯიბრება 13 თებერვალს გაიმართება და 25-მდე სპორტსმენი გაუკვალავ თოვლში, ზურულდზე დაეშვება. ზამთრის სპორტის მოყვარულებს და ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს კი, საშუალება მიეცემათ სპეციალურად განსაზღვრული ზონებიდან ასპარეზობას ადევნონ თვალი. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

ფრირაიდის კვირეული ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრში. ფრირაიდისა და ადრენალინის მოყვარულები ბევრ ახალ და საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ.

თიბისისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლის მიზანიც საქართველოს კონკრეტული რეგიონის განვითარებაა; ამასთან, ახალ თაობაში სპორტის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა. ეს პროექტი კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას. ასევე, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების სპორტული კარიერის შემდგომ განვითარებას. სვანეთის შემდეგ, თიბისი და ფრირაიდი მარტში, გუდაურში გადაინაცვლებენ, სადაც შეჯიბრების ახალი ეტაპები გაიმართება.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია