ლევან მახაშვილი - ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში გარე დაფინანსების პრობლემა იმ თვალსაზრისით არსებობდა, რომ ფული პოლიტიკური პროცესების ამოტრიალებისთვის იხარჯებოდა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში გარე დაფინანსების პრობლემა იმ თვალსაზრისით არსებობდა, რომ ფული პოლიტიკური პროცესების ამოტრიალებისთვის იხარჯებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განუცხადა.

მახაშვილის თქმით, გამოიკვეთა, რომ USAID მედია ორგანიზაციების, არასამთავრობოების და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისთვის ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავდა, რისი დიდი ნაწილიც გაუმჭვირვალე იყო.

„აქ პრობლემა სამი განზომილებით იყო. მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული. პოლიტიკური პარტიები პირდაპირი თუ არაპირდაპირი სქემებით იღებდნენ დაფინანსებას. ასევე, საგარეო დაფინანსებას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ სამივე მიმართულებით მოწყვეტილი ვიყავით ისეთ საკითხებს, როგორიცაა დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, პარტიულ იდეოლოგიას მოწყვეტილი დასკვნების გაკეთება. პრობლემა იყო ის, რომ ეს ორგანიზაციები ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებს მოწყვეტილი იყვნენ და ყურადღებას ისეთ თემებზე ამახვილებდნენ, რომლებიც დონორების დღის წესრიგში ჯდებოდა. როდესაც საგარეო დაფინანსება გამოიყენება იმაში, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარო, ეს სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება