საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის - დარეგისტრირდი STEM სკოლის მეხუთე ნაკადზე და დაეუფლე მომავლის პროფესიებს

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს.

5 მარტის ჩათვლით, VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, STEM სკოლის ერთწლიან პროგრამაზე დარეგისტრირდნენ, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. და, რაც მთავარია, დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად - მომავლის პროფესიების საფუძვლებს.

სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ.

ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს კურსს უფინანსებს - მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს მიიღებს.

„მესამე წელია, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებლობას ვაძლევთ ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, კომაროვის სკოლის პროფესიონალების მენტორობით დაეუფლონ STEM მეცნიერებების საფუძვლებს, დაიგროვონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და აირჩიონ ისეთი მომავლის პროფესიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილების განხორციელებას. STEM სკოლის ერთწლიანი კურსი უკვე 800-მდე მოსწავლემ გაიარა. მათ შორის, საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა რაოდენობა 150-ს აღწევს. ვიმედოვნებთ, პროექტის მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და მომავლის პროფესიები კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო