ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებაზე - რიგგარეშე არჩევნების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ეს ძალიან კარგად იციან იქ, საიდანაც ასეთი თავხედური, ორმაგი სტანდარტით და ლობიზმით ნაკარნახევი განცხადებები კეთდება

გრძელდება ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში ჩარევა, ეს ევროსაბჭოდან იქნება თუ ევროპარლამენტიდან, არახალია ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. ისევ გრძელდება ევროკავშირში გარკვეული ჯგუფების ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული განცხადება.

კირცხალიას თქმით, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ეს კარგად იციან იქაც, სადაც მსგავსი სახის ორმაგი სტანდარტით და ლობიზმით ნაკარნახევი განცხადებები იწერება.

„ბატონი მასკის ციტირებას მოვახდენ, რომელიც საუბრობს ევროპაში იმ არარჩეულ ბიუროკრატიაზე, რომელიც, იმავე „დიფ სთეითის“ კარნახით, კონკრეტული მერკანტილური და სხვადასხვა ქვეყნებში შიდა პარტიული გამოხატული ინტერესებით მოქმედებს. იგივე ხდება საქართველოსთან მიმართებითაც. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები იქნება 2028 წელს, ეს ძალიან კარგად ვიცით. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია რომ მთავარია ჩვენი საზოგადოების და ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია, რაც აქვს ქართულ ოცნებას. ასეთი განცხადებები შეურაცხმყოფელია, იმიტომ, რომ შენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, რომელიც ასე მოიხსენიება, კიდევ ერთი ღია და თავხედური ჩარევა ქვეყნის საქმეებში. არანაირი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების და ეს ძალიან კარგად იციან იქ, საიდანაც ასეთი თავხედური, ორმაგი სტანდარტით, ლობიზმით ნაკარნახევი განცხადებები კეთდება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მან შეურაცხმყოფელი უწოდა ევროპული სტრუქტურების მხრიდან მსგავსი შინაარსის მქონე განცხადებების გავრცელებას და აღნიშნა, რომ ეს არის არარჩეული ევროპელი ბიუროკრატების ბოლო კუდის მოქნევა, რომლებისგანაც ევროკავშირი მალე გათავისუფლდება.

„დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია, ნაკარნახევია „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული ინტერესებით და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამას დავარქვით ბოროტი კუდის მოქნევა იმ არარჩეული ბიუროკრატიების, რომელიც ევროკავშირში მოქმედებს სამწუხაროდ. დარწმუნებული ვარ, ეს მალე შეიცვლება და მალე დაიწმინდება და გადავლენ ობიექტურ დამოკიდებულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რთული საქმეა, აუცილებლად მოხდება. მათ შევახსენებდი, რომ როდესაც საქართველოზე საუბრობენ, ცოტა ნათლად შეიგრძნონ და გაიგონ, რა ვითარებაა საქართველოში, რა მოთხოვნებია.“ - განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას“. ბიუროს აზრით, “პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება