ლევან მახაშვილი - როცა უსაფუძვლოდ არჩევნების გადადებას ითხოვ, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში შედგება - არ ვაპირებთ, ქვეყანა მუდმივ პოლიტიკურ ბურუსსა და გაუგებრობაში ვამყოფოთ

როცა უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ არჩევნების გადადებას ითხოვ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში შედგება , - ასე პასუხობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებას.

მახაშვილის თქმით, "ეს ყველაფერი თავად კონგრესის რეპუტაციას ურტყამს და აზარალებს".

"თვითმმართველობის არჩევნების გადადების მოთხოვნა იმის აღიარებაა, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ თუ საარჩევნო სივრცეში ყველაზე გავლენიანი აქტორი "ქართული ოცნებაა", რომელსაც ოპონენტი არ ჰყავს და არჩევნების გადადებას ითხოვენ, რადგან წინასწარ იციან, თუ რა შედეგი დადგება 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებზე.

შეიძლება, ეს აღიარონ ან არა, მაგრამ მათგან განსხვავებით არ ვაპირებთ, რომ ქვეყანა მუდმივ პოლიტიკურ ბურუსსა და გაუგებრობაში ვამყოფოთ", - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, "ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას". ბიუროს აზრით, "პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ადგილობრივი არჩევნები უნდა გადაიდოს".

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება