თინა ხიდაშელი - ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველო სიის სათავეში ამოვწიოთ და დაბრუნდეს ყურადღების ისეთივე მასშტაბი, რაც იყო - პოლიტიკურ კრიზისს თუ დაეწევა საერთაშორისო საფინანსო წნეხი „ოცნებაზე”, ვერ გაუძლებენ

ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველო სიის სათავეში ამოვწიოთ და დაბრუნდეს ყურადღების ისეთივე მასშტაბი, რაც იყო - პოლიტიკურ კრიზისს თუ დაეწევა საერთაშორისო საფინანსო წნეხი „ოცნებაზე”, ვერ გაუძლებენ, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მეხუთ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემაა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ გახდეს აქტიური.

მისივე თქმით, საქართველოში “ქართულ ოცნებას” არც ქართული ხმა ესმის და არც პარტნიორების.

“ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს აკისრია, არის ნდობის მანდატი, რომელიც აქვს, როგორც პოლიტიკური ძალებისგან, ასევე, საზოგადოებისგან. ჩვენ არ გვაქვს სხვა ფორმატი, სადაც ყველა ოპოზიციურად განწყობილი მოთამაშე ერთი მაგიდის გარშემო დაჯდება, ამიტომ ეს არის მთავარი როლი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს.

ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც ეს იყო 2024 წლის ბოლო თვეების განმავლობას.

ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ახალი თემები გააჩინა, თუმცა ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველო სიის სათავეში ამოვწიოთ და საქართველოს მიმართ დაბრუნდეს ყურადღების ისეთივე მასშტაბი, როგორიც ეს იყო მანამდე, ამიტომ იქნება ეს “მიუნხენის კონფერენცია” თუ ნებისმიერი სხვა ფორმატი ეს არის მთავარი საბრძოლი დღეს ჩვენთვის - საქართველოში “ქართულ ოცნებას” ქართული ხმა არ ესმის, არც ჩვენი პარტნიორების ხმა ესმის.

პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად სახეზეა, ამას თუ დაეწევა საერთაშორისო საფინანსო წნეხი და ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე”, რა თქმა უნდა, ისინი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებენ. ამიტომ, ქვეყნის გარეთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლი არეალი, რომ საქართველო ამოვწიოთ სიაში ზევით”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა