CNN - აშშ-ის სახაზინო მდივანი იშვიათი ლითონების საკითხის განსახილველად კიევში ჩავა

აშშ-ის სახაზინო მდივანი კიევში ჩავა იშვიათი ლითონების საკითხის განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ვიზიტის გეგმებთან ნაცნობ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი მიმდინარე კვირას კიევში ჩასვლას აპირებს, რათა უკრაინის ოფიციალურ პირებთან ქვეყანაში არსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი იშვიათი ლითონების მარაგები განიხილოს.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას იშვიათი ლითონებისადმი წვდომის მოპოვება სურს უკრაინისთვის ამერიკული დახმარების სანაცვლოდ.

“მათ ვუთხარი, რომ დაახლოებით 500 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი იშვიათი ლითონები მსურს. და ისინი არსებითად დათანხმდნენ ამას, ასე რომ, როგორც მინიმუმ, უტვინოდ არ ვგრძნობთ თავს”, - განაცხადა ტრამპმა.

უკრაინისთვის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას (მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე) ის კიევში ტრამპის ადმინისტრაციიდან “სერიოზულ ხალხთან” შეხვედრებს გეგმავს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია ვისთან. უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ უკრაინა იშვიათი ლითონების უფასოდ გადაცემას არ აპირებს.

“უკრაინა ღიაა პარტნიორობებისთვის, მაგრამ ჩვენი რესურსები არაა ისეთი რამ, რასაც უბრალოდ გადავცემთ - ჩვენს უახლოეს პარტნიორებსაც კი. სტრატეგიული თანამშრომლობა ორმხრივ სარგებლიანი უნდა იყოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ იშვიათ ლითონებში იგულისხმება ლითიუმი, ტიტანი, ბერილიუმი და ურანი.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია