დონალდ ტრამპი - სახაზინო მდივანს უკრაინაში ვაგზავნი ზელენსკისთან შესახვედრად, ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება - როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია

სახაზინო მდივანს უკრაინაში ვაგზავნი ზელენსკისთან შესახვედრად, ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია.

“სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს უკრაინაში ვაგზავნი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდეს. ეს ომი უნდა დასრულდეს და მალე დასრულდება - ზედმეტად ბევრი სიკვდილი და განადგურებაა. შეერთებულმა შტატებმა მილიარდობით დოლარი დახარჯა გლობალურად, მცირე შედეგებით. როდესაც ამერიკა ძლიერია, მსოფლიო მშვიდია“, - წერს ტრამპი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა