მარია ზახაროვა - ვოლოდიმირ ზელენსკი, ტერიტორიების გაცვლის შესახებ საუბრით, კურსკში უკრაინელი სამხედროების მიერ განცდილი კატასტროფის მასშტაბის დამალვას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს დამალოს იმ კატასტროფის რეალური მასშტაბი, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში განიცადეს, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ კიევი მოსკოვს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას შესთავაზებს, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიის მიღების სანაცვლოდ კურსკის ოლქში უკრაინელების მიერ დაკავებულ მიწებს დათმობს.

„კურსკის ოლქში მოქმედი ნეონაცისტები მიწას ყოველგვარი გაცვლის გარეშე მიიღებენ, დაახლოებით, ერთ მეტრი ორზე ფართობით და ნახევარი მეტრი სიღრმით. ზელენსკი ასეთ განცხადებებს აკეთებს, რათა დამალოს დამალოს იმ კატასტროფის რეალური მასშტაბები, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში განიცადეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას შეძლებს, ის რუსეთს შესთავაზებს ტერიტორიების პირდაპირ გაცვლას - კურსკში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიების უკრაინული მიწების სანაცვლოდ დათმობით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს