დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს თანამშრომლების შემცირებასა და დაქირავების შეზღუდვის საკითხზე მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლობას ავალებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს ავალებს, ითანამშრომლონ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლების შემცირებასა და მათი დაქირავების შეზღუდვის საკითხზე, ფედერალური მთავრობის ზომის შემცირების მიზნით, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინტერესებულია მაღალი ხელფასის მქონე ფედერალური თანამშრომლების საქმის გამოძიებით. მან ეს თანამშრომლები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათი საქმის შესწავლა სურს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ფედერალური მუშაკები, რომლებიც გადადგომის შეთავაზებას, დაეთანხმებიან, თავიანთ ფულს მიიღებენ. ტრამპმა ეს კომენტარი მაშინ გააკეთა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, შეუძლია თუ არა პირადი გარანტია მისცეს თანამშრომლებს, რომ ანაზღაურებას სექტემბრამდე მიიღებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს