თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „სასამართლო ცხადყოფს, რომ მთელი ეს პროცესი, მთავრობა, სახელმწიფოებრიობა ქცეულია ივანიშვილის პირად შაპიტოდ“.

მისივე განმარტებით, საქმეზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დარჩა დასაკითხი, რომელთა შორის არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა.

„რამდენიმე მოწმე დარჩა. ერთ-ერთი მათგანი იქნება ქალბატონი ნათია თურნავა, რომელიც სამწუხაროდ, აჩვენებს, რომ ჩვენ ქვეყანაში აღარ არსებობს არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ის ივანიშვილის დავალებით, როგორც უნდა დააჯარიმებს „ქართუ ბანკს”, თუ არ დააჯარიმებს, ასევე, გამოიტანს ისეთ დასკვნებს, რომელიც ჯერ ერთი, არ არის მის კომპეტენციაში და მეორე - არის ისევ ივანიშვილის დავალების შესრულება. ანუ სასამართლო ცხადყოფს, რომ მთელი ეს პროცესი, მთელი ჩვენი მთავრობა, სახელმწიფოებრიობა ქცეულია ივანიშვილის პირად შაპიტოდ.

ივანიშვილის ჩვენება იყო ზოგადად მონაყოლი ივანიშვილის ვერსიის, რომელიც არ ეფუძნება არანაირ დოკუმენტს, უბრალოდ არის მისი სურვილები და ის, რაც უნდა რომ წარმოჩინდეს ამ სასამართლო პროცესზე, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მან თქვა, არის ის, რომ მისი ინფორმაციითაც დასტურდება, რომ არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც რამენაირად დაადასტურებდა მის ინვესტორობას“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო