ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი „სხვა სამყარო“ sCoolApp-ში მეორე სეზონით დაბრუნდა

საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილ sCoolApp-ში "სხვა სამყარო" ახალი, მეორე სეზონით დაბრუნდა.

„სხვა სამყარო“, ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი, საინტერესო მოვლენებით სავსე მეტავერსია, სადაც მომხმარებელი უამრავ პერსონაჟს ხვდება და მათთან ერთად სხვადასხვა მისიას ასრულებს.

თამაშში მოსწავლეები “სხვა სამყაროს” ისტორიას უნიკალური პერსონაჟებით, ილუსტრაციებით და ანიმაციებით ეცნობიან. ისინი ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს პასუხობენ, რომლებიც ეტაპობრივად ეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს — გლითერებს იღებენ, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ავატარებს ააწყობენ. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები ეხმარებიან, გაერკვნენ თამაშის წესებში, შეასრულონ დავალებები - სახალისო, შემეცნებითი და ფინანსური განათლების გარშემო შექმნილი მისიები.

თამაშის მეორე სეზონი უკვე დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ამისთვის მხოლოდ საქართველოს ბანკის პირველი საბავშვო აპლიკაციის - sCoolApp-ის სმარტფონში ქონაა საჭირო.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც Android, ასევე iOS მოწყობილობებზე.

აღსანიშნავია, რომ BOG sCoolApp –ს ყოველთვიურად 100,000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს, რომელთათვისაც აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან და გართობასთან ერთად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშის მართვას, ფინანსებს კონტროლსა და ყულაბის მეშვეობის თანხის დაზოგვას სწავლობენ. ამ ყველაფერთან ერთად კი, სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს ეცნობიან.

BOG sCoolApp-ზე რეგისტრაციისთვის საჭიროა, მოსწავლემ მიუთითოს მშობლის მონაცემები და მშობელმა დაადასტუროს sCoolApp-ის აქტივაცია საკუთარი მობილბანკიდან.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება