ირაკლი კობახიძე - გვინდა, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ყველაფერი გაკეთდება მთავრობის მხრიდან, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით

ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს".

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ მაქსიმალური პროგრესი განიცადოს.

„ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით. მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით და არცერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, იყვნენ გამჭვირვალე“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. 100 ბალიან შკალაზე 53 საშუალო შედეგია და 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

„ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა არც რაიმე კონკრეტული რეფორმები განხორციელებულა, რაც დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა.

ამასთან, საქართველო დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, რაც წლების წინ კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული რეფორმების ეფექტურობაზე მიუთითებს“, - ნათქვამია ინფორმციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება