ემანუელ მაკრონი - პატივი უნდა ვცეთ ღაზაში მცხოვრები პალესტინელების სურვილს, თავიანთ სამშობლოში დარჩნენ - ახლა სწორი პასუხი არის არა უძრავი ქონების ოპერაცია, არამედ პოლიტიკური ოპერაცია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნებისმიერი ეფექტური პასუხი ღაზას აღდგენაზე ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გქონდეს პატივისცემა ხალხის ან ქვეყნების მიმართ.

მაკრონმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პალესტინელებს საკუთარ სამშობლოში დარჩენა სურთ და პატივი უნდა სცენ ამ სურვილს.

„ახლა სწორი პასუხია არა უძრავი ქონების ოპერაცია, არამედ პოლიტიკური ოპერაცია. ღაზა არ არის ცარიელი ტერიტორია, ეს არის მიწა, სადაც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სურს ცხოვრება. ამ ორ მილიონს არ შეიძლება უთხრა: „იცით, თქვენ უნდა წახვიდეთ“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისივე თქმით, ასევე პატივი უნდა სცენ ეგვიპტესა და იორდანიას, რომელსაც დონალდ ტრამპი ღაზადან გადასახლებული პალესტინელების მიღებას სთავაზობს.

„ახლა სწორი პასუხი არის მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენა. ახლა არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ეს უნდა შენარჩუნდეს. ჰუმანიტარული აქტივობები უნდა განახლდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს", - დასძინა მაკრონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს