გაბრიელიუს ლანდსბერგისი - დიდი ალბათობით, არც ისე ხშირად წავა ივანიშვილი ვილნიუსში და ლიეტუვის სანქციები მისთვის დიდი დანაკარგი არ არის, ჩვენ გვესმის მისი სიმბოლური ბუნება, მაგრამ ის მოქმედებს როგორც ზეწოლა სხვებზე, რომ იგივე გააკეთონ

ჩვენ გვესმის სანქციების სიმბოლური ბუნება, მაგრამ ის მოქმედებს როგორც ზეწოლა სხვებზე, რომ იგივე გააკეთონ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნები, სადაც ძალაუფლება ლოკალიზებულია ერთ ადამიანში, ერთ ჯგუფში, ძირითადად ხდებიან კუნძული, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, რუსეთზე არიან დამოკიდებულები.

„ლიეტუვის მიერ დაწესებული სანქციები, ინდივიდუალური პირების წინააღმდეგაა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი პასპორტი ექნებათ, ისინი ლიეტუვაში ვერ შემოვლენ. ალბათ, იკითხავთ, რამდენად ხშირად გადაწყვეტს ივანიშვილი ვილნიუსში წასვლას, დიდი ალბათობით, არც ისე ხშირად. ეს მისთვის დიდი დანაკარგი არ არის. ჩვენ გვესმის მისი სიმბოლური ბუნება, მაგრამ ის მოქმედებს როგორც ზეწოლა სხვებზე, რომ იგივე გააკეთონ. ეს ნელი პროცესია, მაგრამ მიდის. თქვენმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ კუთხით უდიდესი სამუშაო გააკეთა.

მათ [რუსეთს[ უნდათ საქართველოს „ბელარუსიზაცია“, რომ მას ერთი ადამიანი მართავდეს და ამ შემთხვევაში, ლუკაშენკოს ნაცვლად ჩვენ გვყავს ივანიშვილი. მაგრამ თუ მეთოდები იგივეა, მაშინ დიდი განსხვავება არ არის. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ეს არის ქვეყნის „სტალინიზაცია“, სადაც სამოქალაქო უფლებები იშლება. ქვეყნები, სადაც ძალაუფლება ლოკალიზებულია ერთ ადამიანში, ერთ ჯგუფში, ძირითადად ხდებიან კუნძული, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, რუსეთზე არიან დამოკიდებულები“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო