პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განმარტებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა 5 ძირითადი სტრატეგიული მიზნისაგან შედგება, მოიცავს კონკრეტულ აქტივობებს და ფარავს კომიტეტის საქმიანობის საკანონმდებლო, საზედამხედველო, საპარლამენტო დიპლომატიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებებს.

ლევან მახაშვილის განცხადებით, 2025 წელს კომიტეტი მნიშვნელოვან დროს დაუთმობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას და ასოცირების შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შესრულებას. მისი თქმით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია სექტორული მიმართულებებით კანონპროექტების მიღება, რომლის საფუძველზეც საქართველოში დაინერგება ევროკავშირის სტანდარტები.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას. ამასთანავე, დაგეგმილია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებისა და დამტკიცებული საკანონმდებლო აქტების აღსრულების ზედამხედველობა.

აგრეთვე, კომიტეტის საქმიანობის 2025 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია საკომიტეტო მოსმენები ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და სხვა.

სამოქმედო გეგმის თანახმად, კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საპარლამენტო დიპლომატიის გზით ქვეყნის ევროკავშირში წევრობის მხარდაჭერის მობილიზება იქნება, რაც გულისხმობს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და კანდიდატ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და საერთაშორისო საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობას.

ლევან მახაშვილის განცხადებით, კომიტეტი ყურადღებას დაუთმობს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას, ასევე, ევროკავშირში წევრობის საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირებას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო