კახა კალაძე - რომ არა ის ძალადობრივი ჯგუფები, ვინც საპროტესტო აქციებს მართავდა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, ერთ ადამიანსაც კი არცერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდებოდა

მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - რომ არა ის ძალადობრივი ჯგუფები, ვინც საპროტესტო აქციებს მართავდა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, არცერთი თმის ღერი ერთ ადამიანსაც კი არ ჩამოუვარდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარე ძალების მიზანი იყო, რომ საქართველოში „სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო “.

„მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - რომ არა ის ძალადობრივი ჯგუფები, ვინც საპროტესტო აქციებს მართავდა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, არცერთი თმის ღერი ერთ ადამიანსაც კი არ ჩამოუვარდებოდა. ჩვენ რა ვნახეთ? - ეს ვითომ შენიღბული უპრობლემო აქციები, რომელიც სინამდვილეში ძალადობრივი იყო. ეს შემთხვევითი არ იყო, ამის უკან იდგა გარე ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს პირდაპირ აფინანსებდნენ და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. თუ გავიხსენებთ გასულ წლებს, ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა იყო, მცდელობა იმისა, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება. ეს საიდან ფინანსდებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ყველა კარტი გახსნა და მთელ მსოფლიოს დაანახა, თუ ამ ყველაფრის უკან ვინ იდგა. შესაბამისად, დღეს ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი პროტესტი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოხატოს, მაგრამ მთავარია ეს მშვიდობიანი ფორმით გავაკეთოთ...“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ის რაც საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების, ჟურნალისტების მიმართ ხდებოდა, ინციდენტი იყო თუ თავდასხმა, რაზეც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ საპროტესტო აქციებზე კონკრეტული შემთხვევები იყო, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„კონკრეტული შემთხვევები იყო, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჯანსაღ ადამიანს როგორ უნდა მოგწონდეს დაპირისპირება, ხელჩართული ჩხუბი, თუნდაც პოლიციელებზე ქვების სროლა და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი არ მოხდებოდა, ეს ყველაფერი მშვიდობიან ფორმატში, რომ წარმართულიყო. რა უფლება აქვს მომიტინგეს, როცა მიდის და პოლიციელს აგინებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

ძალიან მძიმე ფაქტი იყო, იგივე გურამ როგავას შემთხვევა, ასევე ძალიან მძიმე იყო პოლიციელებზე „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა. ამასთან, ძალიან და უკიდურესად მძიმე იყო, როდესაც დანაშაულის ჩამდენს გმირად ასაღებთ“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძის შეფასებით, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, რაც სამართალდამცველების დამსახურებაა.

„ბევრ ევროპულ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა უსაფრთხოება. შეიძლება მისეირნობდე ქუჩაში, მოგადგებიან მოტოციკლით და თუ კი რაიმე გაგაჩნია, ყველაფერი შეიძლება წაგართვან. ამის ძალიან დიდი საფრთხეა ევროპის ბევრ ქვეყანაში და კონკრეტული ფაქტები, ვიდეოებიც არსებობს სოციალურ ქსელებში. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ეს არის დამსახურება ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ა.შ. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ეს ადამიანები დგანან ქვეყნის სადარაჯოზე, ისინი იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას და ასევე, ჩამოსული სტუმრების უსაფრთხოებასაც”, - აღნიშნა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო